ავტორიზაცია

რატომ იყო ხავი ობამეიანგის ბარსელონაში გადმოსვლის წინააღმდეგი 2020 წელს?

რატომ იყო ხავი ობამეიანგის ბარსელონაში გადმოსვლის წინააღმდეგი 2020 წელს?
თარიღი 31 იან 2022, 12:19

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ცდილობს ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამატებას. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ხავი ერნანდესი გაბონელის კატალონიაში გადმოსვლის წინააღმდეგი იყო.

"მანეს და ობამეიანგს საუკეთესო თამაშისთვის ღია სივრცეები სჭირდებათ, მაგრამ ბარსელონას აკლია ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, როგორ იმოძრაონ ვიწრო სივრცეებში.

ვფიქრობ ფეხბურთელზე, რომელიც ბარსელონას მოერგება და მისი პოვნა ადვილი არ არის. სამუელ ეტო'ო იყო სრულყოფილი, ისევე როგორც ლუის სუარესი ახლა", - Mirror-ის ცნობით, ხავიმ მედიას 2020 წელს სწორედ ეს განუცხადა.

კატალონიელები კვლავ ახლოს არიან პიერ-ემერიკ ობამეიანგის იჯარით გადმოყვანასთან. გაბონელი თავდამსხმელი უკვე გუნდში იქნებოდა, რომ არა ოსმან დემბელეს გაჭიანურებული გაშვება.

ბარსელონამ პსჟ-ს დემბელეს ფასი დაუსახელა, ტრანსფერში შესაძლოა პარიზელთა შემტევი ჩართონ