"ფეხბურთი ბიზნესია, სადაც დიდი ფული ტრიალებს", - პიკე დემბელესა და ბარსას უთანხმოებას გამოეხმაურა
"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ კომენტარი გააკეთა იმ სიტუაციაზე, რომელშიც გუნდის გარემარბი, უსმან დემბელე აღმოჩნდა.
მოგეხსენებათ, 24 წლის ფრანგს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა, რის გამოც მისი წასვლა გადაწყვეტილი ამბავია.
"ფეხბურთი ბიზნესია, სადაც დიდი ფული ტრიალებს და ყველა თავის ინტერესებს იცავს", - ციტირებს ესპანელი უკანახაზელის სიტყვებს AS-ი.
"ორივე მხარის მესმის. საუკეთესო გამოსავალი უნდა იპოვონ", - დასძინა პიკემ.
დემბელეს "ბარსელონასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება, ხელმძღვანელობას მისი უფასოდ გაშვება არ უნდა, ამიტომაც ცდილობს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაასხვისოს.