მორატას სატრანსფერო საგა დასრულდა, ყველაფერი გადაწყვეტილია — ფაბრიციო რომანო
"ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი, ალვარო მორატა, რომელიც ამჟამად იჯარით "იუვენტუსში" თამაშობს, ამ ზამთარს ტურინს არ დატოვებს.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება. 29 წლის ესპანელმა სეზონის ბოლომდე "ბებერი ქალბატონის" რიგებში დარჩენა გადაწყვიტა.
"ბიანკონერის" მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის სურს, რომ მორატამ დუშან ვლაჰოვიჩთან წყვილში ითამაშოს, ეს უკანასკნელი ტურინელებმა ამ ზამთარს "ფიორენტინადან" 80 მილიონ ევროდ დაიმატა.
ალვაროსადმი ინტერესს "ბარსელონა", "არსენალი" და "ტოტენჰემი" იჩენდნენ, მის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს კატალონიური გრანდი გახლდათ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
მიმდინარე სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე ერთად "იუვენტუსის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც მიითვალა.