ავტორიზაცია

ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ აგუეროს შემცვლელად თავდამსხმელი იყიდა

ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ აგუეროს შემცვლელად თავდამსხმელი იყიდა
თარიღი: 31 იან 2022, 18:42

"რივერ პლეიტის" თავდამსხმელი, ხულიან ალვარესი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდა.

ინგლისურმა კლუბმა არგენტინის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელთან, რომელსაც გასულ ზაფხულს წასული სერხიო აგუეროს შემცვლელად განიხილავს, 5,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ალვარესი მინიმუმ ივლისამდე იჯარის წესით "რივერ პლეიტში" დარჩება. 

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელებს" ხულიანის ტრანსფერი საერთო ჯამში 18,5 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

არგენტინის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ალვარესმა 20 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.