ავტორიზაცია

მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ — აარონ რემსი ახალ გუნდში გადადის

მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ — აარონ რემსი ახალ გუნდში გადადის
თარიღი 31 იან 2022, 19:01

"იუვენტუსის" ნახევარმცველი, აარონ რემსი შოტლანდიის ჩემპიონატში გადადის, წერს ფაბრიციო რომანო.

გავლენიანი ჟურნალისტის თანახმად, 31 წლის უელსელი არენდის წესით გლაზგოს "რეინჯერსში" ითამაშებს.

საიჯარო ხელშეკრულებაში შემდგომი გამოსყიდვის უფლების პუნქტიც ჩაიდება.

როგორც აღინიშნება, მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ და ტრანსფერი მალე დაიხურება.

რემსიმ, რომელსაც "იუვენტუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.