პსჟ ბარსელონას დემბელეს სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს სთავაზობს — ესპანელი ჟურნალისტი
"პარი სენ ჟერმენს" გარემარბ უსმან დემბელეს ხელში ჩაგდება უნდა და "ბარსელონას" ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს.
როგორც ცნობილი გამოცემა Cope-ს ჟურნალისტი, ჰელენა კონდის ედო იტყობინება, პარიზული კლუბი 24 წლის ფრანგის სანაცვლოდ ნახევარმცველ ერიკ ებიმბესა და მარცხენა მცველ აბდუ დიალოს ჩამოდის.
ამასთანავე, აღინიშნება, რომ "პსჟ" არანაირი თანხის დამატებას არ აპირებს - ფრანგებს მხოლოდ ბარტერი სურთ.
თავის მხრივ, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" გაცვლა არ აწყობს და დემბელეში 20 მილიონ ევროს ითხოვს.
მიმდინარე სეზონში უსმანმა ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.