ბარსელონამ დემბელეს ობამეიანგის ტრანსფერში ჩართვა დაუპირა, პასუხმა არ დააყოვნა — რომანო
"ბარსელონას" გარემარბი, უსმან დემბელე კატალონიური გრანდიდან ლონდონის "არსენალში" გადასვლას არ აპირებს.
24 წლის ფრანგმა ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერში ჩართვაზე უარი განაცხადა, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
თავის მხრივ, "ბარსა" 32 წლის გაბონელის დასარეგისტრირებლად გამოსავალს ეძებს. ფორვარდი უკვე ბარსელონაშია.
ობამეიანგის ტრანსფერის დასახურად საჭიროა, რომ "ბლაუგრანა" რომელიმე ფეხბურთელმა დატოვოს, თავად პიერ-ემერიკი კი ხელფასის საგრძნობლად შემცირებას უნდა დათანხმდეს.
აქამდე იწერებოდა, რომ დემბელე "პარი სენ ჟერმენში" გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა პარიზელებმა მასზე უარი თქვეს, რადგან გუნდის შემადგენლობა სრულად დაკომპლექტებულია და ამ ზამთარს ტრანსფერების გაჩარხვა მათ გეგმებში არ შედის.