ოფიციალურად: ტოტენჰემმა იუვენტუსის ორი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

ლონდონურმა კლუბმა „იუვენტუსის“ ერთბაშად ორი ფეხბურთლის ტრანსფერი დაადასტურა.
24 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი როდრიგო ბენტანკური კარიერას „იუვენტუსიდან“ „ტოტენჰემში“ გააგრძელებს.
„დეზებს“ ბენტანკურის ტრანსფერი 19 მილიონი ევრო დაუჯდათ, კიდევ 6 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
ახალ გუნდთან როდრიგომ 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მეორე ფეხბურთელი კი, რომელიც „ტოტენჰემმა" „ალიანც სტედიუმიდან" წაიყვანა - შვედი შემტევი დეიან კულუშევსკია, რომელიც ლონდონში იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გადაბარგდა.
სეზონის ბოლოს კონტეს გუნდს 21 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა 35 მლნ ევროდ შეეძლება.