ავტორიზაცია

AS: ბარსელონამ პსჟ-ს დემბელესა და დი მარიას გაცვლა შესთავაზა, პასუხმა არ დააყოვნა

AS: ბარსელონამ პსჟ-ს დემბელესა და დი მარიას გაცვლა შესთავაზა, პასუხმა არ დააყოვნა
თარიღი 01 თებ 2022, 11:24

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გარემარბ უსმან დემბელეს მოშორებას აქტიურად ცდილობდა.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი წერს, კატალონიურმა გრანდმა "პსჟ"-ს 24 წლის ფრანგის ანხელ დი მარიაში გაცვლა შესთავაზა, თუმცა დაუყოვნებლივი უარი მიიღო.

"პსჟ"-ს ან "ბარსელონას" მხრიდან ფულის დამატება არ განიხილებოდა - კატალონიელებს უბრალოდ ფეხბურთელების გაცვლა უნდოდა.

ასე და ამგვარად, საბოლოო ჯამში, პარიზელთა ხელმძღვანელობამ აღნიშნულ წინადადებაზე უარი განაცხადა და დემბელე კატალონიაში დარჩა.

მიმდინარე სეზონში უსმანმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.