პიკე: "ვინისიუსს ველაპარაკე, რათა ბარსაში გადმოსვლაში დამერწმუნებინა"

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ "რეალის" თავდამსხმელს, ვინისიუს ჟუნიორს კატალონიურ გრანდში იწვევდა.
"ვინისიუსს ველაპარაკე, რათა "ბარსაში" გადმოსვლაში დამერწმუნებინა", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უკანახაზელის სიტყვებს AS-ი.
მოგეხსენებათ, 21 წლის ბრაზილიელი "რეალში" 2018 წელს "ფლამენგოდან" გადავიდა, "სამეფო კლუბმა" მის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადა.
ვინისიუსს მადრიდულ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა შემტევმა "ბლანკოსის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.