ავტორიზაცია

"ჰოლანდის ადგილას რომ ვიყო, არ გადავიდოდი იმ კლუბში, სადაც მბაპე ითამაშებს", - პიკემ მიზეზიც განმარტა

"ჰოლანდის ადგილას რომ ვიყო, არ გადავიდოდი იმ კლუბში, სადაც მბაპე ითამაშებს", - პიკემ მიზეზიც განმარტა
თარიღი 31 Jan 2022, 18:37

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მცველმა უპასუხა კითხვას, თუ რა რჩევას მისცემდა 21 წლის ნორვეგიელ სუპერვარსკვლავს.

"ჰოლანდი რომ ვიყო და "ოქროს ბურთის" მოგება მინდოდეს, არ გადავიდოდი იმ კლუბში, სადაც მბაპე", - ციტირებს 34 წლის ესპანელის სიტყვებს AS-ი.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ ზაფხულს მბაპე "რეალს" შეუერთდება, ჰოლანდით კი მადრიდული გრანდიც ინტერესდება და "ბარსელონაც".

მიმდინარე სეზონში 23 წლის ფრანგმა ველა ტურნირზე ერთად პარიზული კლუბის მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

რაც შეეხება ერლინგს, ნორვეგიელმა 2021/22 წლების სეზონში ბორუსიელთა ღირსება 20 შეხვედრაში დაიცვა, მეტოქეთა კარი 23-ჯერ აიღო და 6 ასისტიც მიითვალა.