ავტორიზაცია

Bild: მბაპე ზაფხულში რეალში გადავა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

Bild: მბაპე ზაფხულში რეალში გადავა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება
თარიღი 31 Jan 2022, 18:16

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე მომავალ ზაფხულს "რეალის" ფეხბურთელი გახდება.

როგორც ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ფრანგი მადრიდულ გრანდში პარიზელებთან კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ამასთანავე, გავრცელებული ცნობით, "რეალში" 23 წლის სუპერვარსკვლავის წლიური ანაზღაურება 50 მილიონი ევრო იქნება.

ასე და ამგვარად, "სამეფო კლუბში" გადასვლის შემდეგ, მბაპე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

იწერება, რომ ტრანსფერი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "რეალსა" და "პსჟ"-ს შორის თებერვალსა და მარტში გასამართ მატჩებამდე არ დადასტურდება.

მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად პარიზული კლუბის მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.