დეტალებიც ცნობილია — ბარსელონამ დემბელეს სოლიდური ხელფასი შესთავაზა, მაგრამ მაინც უარი თქვა
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გარემარბ უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთხელ სცადა, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა El Chiringuito იტყობინება, კატალონიელებმა ფრანგს წლიური ხელფასის სახით 14 მილიონი ევრო შესთავაზეს. 24 წლის ფეხბურთელი ასეთმა პირობამ არ დააკმაყოფილა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დემბელე სეზონის ბოლომდე "ბარსელონაში" დარჩება, რადგან "ტოტენჰემში" გადასვლაზეც უარი განაცხადა.
ცნობისთვის, უსმანი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2017 წლის ზაფხულში "დორტმუნდიდან" შეუერთდა, ესპანურ გრანდს მისი ტრანსფერი საერთო ჯამში 140 მილიონი ევრო დაუჯდა.
მიმდინარე სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასიც გააკეთა.