ავტორიზაცია

ხავი და ლაპორტა დღეს შეხვედრას გამართავენ — რას უპირებს ბარსელონა დემბელეს?

ხავი და ლაპორტა დღეს შეხვედრას გამართავენ — რას უპირებს ბარსელონა დემბელეს?
თარიღი 01 Feb 2022, 13:14

"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, დირექტორი მატეუ ალემანი და მთავარი მწვრთნელი ხავი გარემარბ უსმან დემბელეს სიტუაციას დღეს განიხილავენ.

მოგეხსენებათ, კატალონიურმა გრანდმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე 24 წლის ფრანგი ვერ გაასხვისა, ამიტომაც სეზონის ბოლომდე "კამპ ნოუზე" მოუწევს ყოფნა.

დემბელეს მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. მიუხედავად ამისა, ხავი დარჩენილ მატჩებში მის გამოყენებას მაინც აპირებს.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებელი უსმანის გუნდიდან მოკვეთის წინააღმდეგია.

საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობა ხავისთან შეხვედრაზე მიიღებს.

ცნობისთვის, ფრანგი შემტევი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2017 წლის ზაფხულში "დორტმუნდიდან" შეუერთდა, ესპანურ გრანდს მისი ტრანსფერი საერთო ჯამში 140 მილიონი ევრო დაუჯდა.

მიმდინარე სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასიც გააკეთა.