ბარსელონას დემბელეს მოსაშორებლად ერთადერთი გზა დარჩა
"ბარსელონას" გარემარბმა, უსმან დემბელემ კატალონიური გრანდი შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მაინც დატოვოს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ის ჟურნალისტი, ალბერტ როჟე იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრები" Carta de libertad-ის უფლების გამოყენებას გეგმავენ - დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელს კლუბიდან მოკვეთენ.
არსებითად, ეს იმას ნიშნავს, რომ დემბელე "ბარსასთან" კონტრაქტს გაწყვეტს, ახალი კლუბი კი მას "ბლაუგრანასთვის" ყოველგვარი კომპენსაციის გადახდის გარეშე დაიმატებს.
ცნობისთვის, 24 წლის ფრანგი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2017 წლის ზაფხულში "დორტმუნდიდან" შეუერთდა, ესპანურ გრანდს მისი ტრანსფერი საერთო ჯამში 140 მილიონი ევრო დაუჯდა.
მიმდინარე სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასიც გააკეთა.