ავტორიზაცია

"ბევრი ჭორი იწერებოდა", - ვლაჰოვიჩმა იუვენტუსში გადასვლის გადაწყვეტილება განმარტა

"ბევრი ჭორი იწერებოდა", - ვლაჰოვიჩმა იუვენტუსში გადასვლის გადაწყვეტილება განმარტა
თარიღი 01 თებ 2022, 16:43

„იუვენტუსის“ სერბმა ახალწვეულმა, დუშან ვლაჰოვიჩმა, რომელიც „ბებერ სინიორაში“ „ფიორენტინადან“ გადავიდა, საკუთარი ტრანსფერი შეაფასა.

„ბევრი ჭორი იწერებოდა უცხოური კლუბების მხრიდან ინტერესზე, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მარტივი არჩევანი იყო.

„იუვენტუსს“ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ისევე როგორც მე. ძალიან ბედნიერი ვარ, დიდებულ გუნდში გადავედი, ისევე როგორც მინდოდა. ამ ახალი ისტორიის დაწყებას მოუთმენლად ველოდები.“ - ციტირებს ვლაჰოვიჩის სიტყვებს ფაბრიციო რომანო „ტვიტერზე“.

„ფიორენტინამ“ ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო მიიღო, კიდევ 10 მილიონი კი ბონუსების გათვალისწინებით იქნება გადასახდელი.