"ჩვენ ვფიქრობთ, რომ დემბელეს სხვა კლუბთან შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს", - ლაპორტა
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გუნდის შემტევის, უსმან დემბელეს კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა.
„მას ახალ კონტრაქტს ვთავაზობდით, საკმაოდ კარგი შემოთავაზება იყო. მაგრმა, მან ფინანსური მიზეზების გამო უარი გვითხრა, რადგან მეტის მიღება სურდა.
სიტუაცია ჩიხში შევიდა და მისმა აგენტმა დაიკავა კონკრეტული პოზიცია, მაგრამ ჩვენთვის არაფერი არ უთქვამს. ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ.
შემდეგ, მას ორი სხვა კლუბისგან კარგი შემოთავაზება დავუდეთ წინ და ძალიან გაგვიკვირდა, რომ უარი თქვა. უკანასკნელი შემოთავაზება ინგლისიდან იყო, მაგრამ მან უარი თქვა და „ბარსელონაში“ ექვსი თვით დარჩენა გადაწყვიტა.
მისი გაგება რთულია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დემბელეს რომელიღაც სხვა კლუბთან შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.