რამდენი მილიონი ევრო დაზოგა ბარსელონამ მას შემდეგ, რაც ჟოან ლაპორტა პრეზიდენტად დაინიშნა?
„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა ედუარდ რომეუმ ისაუბრა იმ თანხებზე, რომლიც დაზოგვაც კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ მოახერხა.
„ბოლო თვეებში, მათ შორის გუშინდელი დღის გათვალისწინებით, ხელფასებზე 159 მილიონი ევრო დავზოგეთ.“ - აღნიშნა რომეუმ.
აღნიშნული რამ გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელების წასვლით და სხვა მოთამაშეების ხელფასის შემცირებით გახდა შესაძლებელი.
ახალი ხელმძღვანელობა „ბარსელონაში“ 2021 წლის 7 მარტს მივიდა, მაშინ როდესაც ჟოან ლაპორტამ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.
იქამდე, „ბარსას“ პრეზიდენტის თანამდებობას ჟოსეპ ბართომეუ იკავებდა.