1,173 მილიარდი ვალი და 481 მილიონი ზარალი - ბარსელონას ფინანსური კატასტროფა
"ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ აუდიტორულ კომპანია Deloitte-ს დაავალა კლუბის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი კატალონიელთა ყოფილი პრეზიდენტის, ხოსეპ ბართომეუს კლუბში მუშაობის პერიოდში.
კომპანიამ შეისწავლა ის თანხები, რომელთა განკარგვაც კლუბს შეუძლია და ცხადია, ვალებიც. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ "ბარსას" ვალი 1,173 მილიარდი ევროა.
ზარალი 481 მილიონი ევროა, სახელფასო ფონდი კი 40%-ით მეტია, ვიდრე სხვა ტოპ კლუბების. ასევე აღმოჩნდა ე.წ. "საეჭვო ხასიათის" ფინანსური ტრანზაქციები, რომლებიც საჭიროებენ დამატებით ანალიზს.
Kroll-ი ჩაატარებს ამ ტრანზაქციების სასამართლო განხილვას. კერძოდ, კლუბი ახორციელებდა არაგონივრულ გადახდებს და სრულიად ტყუილად იხდიდა გაბუქებულ თანხებს.
ამასთან დაკავშირებით ჩატარდება გამოძიება შესაძლო არამიზნობრივ გამდიდრებაზე. კლუბმა შესაბამისი მასალები ბარსელონას პროკურატურას მიაწოდა. კონკრეტულ პირებისთვის ამ დროისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ვინ უნდა აგოს პასუხი ამ დარღვევებზე გამოძიება გაარკვევს.
რუმენიგე: "ბარსელონას დავალიანების შესახებ რომ გავიგე, ცუდად მეძინა"