ავტორიზაცია

მოდრიჩმა იცის, რომ რეალი მას მარტო 1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, თუმცა ეს მას მოტივასაც მატებს

მოდრიჩმა იცის, რომ რეალი მას მარტო 1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, თუმცა ეს მას მოტივასაც მატებს
თარიღი 02 Feb 2022, 02:00

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

Marca-ს ინფორმაციით, მოდრიჩმა იცის, რომ გუნდი მას ყოველ სეზონში მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს, ასეთი პოლიტიკა აქვს „რეალს“ ასაკოვან ფეხბურთელებთან. თუმცა, როგორც გამოცემა ამბობს, ხორვატს ეს არ აღელვებს და მეტიც, მოტივაციას აძლევს.

36 წლის ფეხბურთელი დიდ შრომას დებს იმაში, რომ კარგი ფორმა შეინარჩუნოს. ის რჩევებს იღებს „რეალის“ თანამაშრომლებისგანაც, ხორვატი სპეციალისტებისგანაც, რომლებსაც ძალიან ენდობა.

გარდა ამისა, ლუკა პირად მწვრთნელთან ერთადაც მუშაობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „რეალშიც“ მკაცრად კონტროლდება.

იწერება, რომ „რეალი“ და მოდრიჩი ახალ ერთწლიან კონტრაქტზე უკვე მორიგდნენ, ფეხბურთელი ხელშეკრულებას 2023 წლამდე გააფორმებს ხელფასის 10%-იანი დაკლებით.