ავტორიზაცია

"ყველა ხედავს, რომ ჩაკვეტაძეს განვითარების სურვილი აქვს", - ჰამბურგის მწვრთნელი

"ყველა ხედავს, რომ ჩაკვეტაძეს განვითარების სურვილი აქვს", - ჰამბურგის მწვრთნელი
თარიღი 02 Feb 2022, 11:18

''ჰამბურგის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის სიტყვების ''დინოზავრების'' პრესსამსახური ავრცელებს.

"როცა ბურთი აქვს, ჩაკვეტაძე ნამდვილად კარგია, თუმცა მან ჯერ კიდევ ბევრი უნდა იმუშავოს ართმევაზე, უფრო მეტია საჭირო აღნიშნული კომპონენტის დასახვეწად.

ყველა ხედავს, რომ გიორგის განვითარების სურვილი აქვს, რაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია", - განაცხადა "ჰსვ"-ს დამრიგებელმა ქართველი შემტევი ნახევარმცველის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ "სამფეროვნების" გამთამაშებელი თავის ახალ გუნდში თამაშობს განათხოვრების წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე და ის "გენტის" საკუთრებაში რჩება.

"ფოლქსპარკშტადიონის" ბინადართა შვიდიანის ოფიციალური დებიუტი უდიდესი ალბათობით შედგება 6 თებერვალს, მეორე ბუნდესლიგის ლიდერ, "დარმშტადთან".