"აუცილებლად დაგვეხმარება" - ჰამბურგში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა
ჰამბურგი ამხანაგურ მატჩში დანიურ მიდტიულანდთან 1-5 განადგურდა. აღნიშნულ მატჩში გერმანელთა შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძის არაოფიციალური დებიუტი შედგა.
მატჩის შემდეგ ჰამბურგის მთავარ მწვრთნელ ტიმ ვალტერს გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ჰკითხეს.
"ცხადია, მას შეუძლია ჩვენი დახმარება. ჩაკვეტაძე ფეხბურთს ისე თამაშობს და ისე მოძრაობს, რომ ამაში ეჭვი არ მეპარება. ძალიან კრეატიულია, გოლების გატანაც ეხერხება და ნამდვილად შეუძლია ჩვენი დახმარება," - განაცხადა ტიმ ვალტერმა.
გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგში 2022 წლის ივნისის ჩათვლით, მშრალი იჯარის წესით ითამაშებს, რის შემდეგაც გენტში დაბრუნდება.