ავტორიზაცია

როდის გაიმართება დინამო ბათუმი V რუბინი?

როდის გაიმართება დინამო ბათუმი V რუბინი?
თარიღი 02 თებ 2022, 12:45

ბათუმის "დინამო" თავის მეორე უცხოურ შეკრებას კვლავ თურქეთში გაივლის. აჭარლები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ შემდეგ გუნდებთან - ბელგრადის "პარტიზანთან" (5 თებერვალი), ყაზანის "რუბინთან" (8 თებერვალი), "ლვივთან" (11 თებერვალი) და ტალინის "ლევადიასთან" (14 თებერვალი).

დიდ ინტერესს იწვევს "ზღვისპირელების" მოახლოებული დაპირისპირება რუსული გუნდის წინააღმდეგ, რომლის შემადგენლობაში როგორც ვიცით ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ქართველი გარემარბი გია გეგუჩაძის გუნდის წინააღმდეგ მოედანზე აუცილებლად გამოვა. აღსანიშნავია, რომ "დინამო" ითამაშებს კიდევ ერთი ჩვენიანის წინააღმდეგ.

საუბარია ზაქარია ბეგლარიშვილის შესახებ, რომელიც ესტონური გუნდის შემადგენლობაში გასულ სეზონში ტრადიციულად მაღალი შედეგიანობით გამოირჩა - 32 მატჩი, 24 ბურთი.

აქვე დავამატებთ, რომ ბათუმელები წინასასეზონო შეკრებაზე უკვე ეთამაშენ ნიკა კვეკვესკირის "ლეხ პოზნანს" (2:1) და ვაკო გვილიას "რაკუვს" (3:3). ასეთია აჭარლების მზადების პროცესი.