"კვარაცხელიას სანაცვლოდ მოთხოვნილ ფულს არავინ იხდის", - რუსული პრესა რუბინის ტრანსფერების შესახებ
საფეხბურთო გვერდმა, НИФ-მა ყაზანის "რუბინის" იანვრის სატრანსფერო ფანჯარა შეაჯამა. შეგახსენებთ, რომ რუსული გუნდის გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია არსად წასულა.
"ამ დროისთვის რუბინს ჰყავს ექვსი თანაბარი დონის შემტევი ხაზის მოთამაშე სამ პოზიციაზე 4-2-3-1 ფორმაციაში. ესენი არიან კვარაცხელია, დრეიერი, ხაქშაბანოვიჩი, ბაკაევი, ლომოვიცკი და კუჩაევი.
ყველა ეს ფეხბურთელი საკმაოდ დიდ ფული ღირდა. ანდერსი და სეადი ძვირად იყიდეს. თითოეული მათგანი ცხადია, რომ იმსახურებს პირველ გუნდში თავის ადგილს.
ცხადია, ყაზანელებმა ეს სიტუაცია როგორმე უნდა მოაგვარონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთმა ამ მოთამაშემ უნდა შეიცვალოს საკლუბო რეგისტრაცია, მინიმუმ იჯარით, სეზონის ბოლომდე.
კლუბს სურს გაყიდოს ხვიჩა მხოლოდ ევროპულ ტოპ კლუბში, თუმცა იმხელა ფულის სანაცვლოდ, რასაც ახლა არავინ შესთავაზებს", - წერს რუსული გამოცემა ქართველის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პირველ დღეებში "წითელ-მწვანეების" ვინგერის სახელს უკავშირებდნენ პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს, მაგრამ ტრანსფერი კვლავ არ შედგა.
ოფიციალურად: კვარაცხელია რუბინში თავისი საუკეთესო მეგობრის გარეშე დარჩა