ოფიციალურად: კვარაცხელია რუბინში თავისი საუკეთესო მეგობრის გარეშე დარჩა
ჟორჟე დესპოტოვიჩმა ოფიციალურად გაწყვიტა კონტრაქტი ყაზანის "რუბინთან". RB Sport-ზე დაყრდნობით, სერბი თავდამსხმელი რუსული კლუბისგან კომპენსაციის სახით სამთვიან ხელფასს, დაახლოებით 200 000 ევროს მიიღებს.
განცხადებისთანავე, გახარებულმა "წითელ-მწვანეების" ყოფილმა ფორვარდმა ინსტაგრამზე ლაივი ჩართო. მასში 29-წლის შემტევმა არამარტო გააზიარა ლეონიდ სლუცკის გუნდის მიმართ უკმაყოფილება, არამედ უარყო ჭორები მწვრთნელთან კონფლიქტის შესახებ:
"ეს ისეთი ნეგატიური ქალაქია - სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მესმის, რატომ გძულვართ ყველას. სლუცკისთან სიმართლე გითხრათ, კონფლიქტი არ ყოფილა.
ჩემს ქალიშვილს ლეონიდას დავარქმევ", - ამბობს "დესპო". გლობალური პრეტენზია ჟორჟეს მიმართ არის ტრავმატულობა და ხანგრძლივი გამოჯანმრთელების პროცესი.
წყარო წერს, რომ საქმე ორმხრივ უნდობლობამდე მივიდა - სამედიცინო პერსონალმა სერბ სტრაიკერს სრულფასოვან ვარჯიშზე დაბრუნება ურჩია, მაგრამ მან უარი თქვა და გამოჯანმრთელებისთვის მეტი დრო ითხოვა.
ამან გააბრაზა რუსი დამრიგებელი, რომელმაც რამდენჯერმე უსაყვედურა ჟორჟეს არასაკმარისი თავდადების გამო. მაგალითად, მოსკოვის "დინამოსთან" წაგების შემდეგ (0:2), პირველ წრეში.
კონფლიქტი გაგრძელდა სამწვრთნელო ბანაკშიც - ლეონიდი და მისი გუნდის წინახაზელი არ საუბრობდნენ, ხოლო ვორონეჟის "ფაკელთან" შეხვედრის შემდეგ, მათი ურთიერთობა იგივე მიზეზის გამო კვლავ დაიძაბა.
შედეგი იყო 29-წლის თავდამსხმელის "რუბინის" დუბლ შემადგენლობაში გადაყვანა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს თავის კარიერას "დესპო".