ავტორიზაცია

"ახლა უკვე სასაცილოა იმის მოსმენა, რომ რუბინი კვარაცხელიას 20 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის", - რუსული პრესა

"ახლა უკვე სასაცილოა იმის მოსმენა, რომ რუბინი კვარაცხელიას 20 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის", - რუსული პრესა
თარიღი 26 Jan 2022, 12:41

ყაზანის "რუბინის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ამჯერად Kp.ru წერს. რუსული გამოცემა გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ ქართველ ვინგერს მსურველები არ ჰყავს.

"კვარაცხელია, რომელსაც შესანიშნავი პრესა ჰქონდა და ბევრს აქებდნენ, ისევ რუბინშია. გარემარბით ყველა აღფრთოვანებული იყო და გასულ სეზონში ხვიჩას ტრანსფერის შესახებ არაერთი ჭორი ვრცელდებოდა.

მიმდინარე სეზონში ის უკანა პლანზე გადავიდა. ქართველი ვინგერი კვლავ შესანიშნავი დრიბლიორია, მაგრამ მას პრობლემები აქვს. როდესაც ყაზანელები ვერ თამაშობს, მათი ვარსკვლავური ფლანგელი არ ჩანს.

რეალურად, ის გუნდის კრიზისის მსხვერპლი გახდა. ახლა იმის მოსმენა, რომ რუსულ კლუბს 21-წლის შემტევის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო სურს და ნაკლებ ფასად არ ჰყიდიან, უბრალოდ სასაცილოა.

რაც შეეხება სლუცკის, ის ხიბლს კარგავს და ზედიზედ მესამე გუნდს ვერ უმკლავდება. რუსი მწვრთნელი ჰალ სიტიდან და ვიტესიდან გაუშვეს. მგონი ამჟამინდელ კლუბშიც იგივე ბედი ელის", - წერს Kp.ru.