ავტორიზაცია

კვარაცხელია და ვახანია თანაგუნდელები არ იქნებიან - რუბინი ქართველს დაემშვიდობა

კვარაცხელია და ვახანია თანაგუნდელები არ იქნებიან - რუბინი ქართველს დაემშვიდობა
თარიღი 24 იან 2022, 16:09

ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ დაადასტურა, რომ მისი გუნდი არ დაიტოვებს სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" საკუთრებაში მყოფ მარჯვენა მცველს, ილია ვახანიას.

"პირველ შეკრებაზე რუბინში წამყვანი ფეხბურთელების ჯგუფი არ მუშაობდა - კვარაცხელია, აბილდგორი და სამოშნიკოვი, ტალბი კი აფრიკის თასზე იღებს მონაწილეობას.

რაც შეეხებათ სინჯებზე მყოფ ფეხბურთელებს, ტელესნენკო და სტრელნიკი ჩვენთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას. ვახანიას კი ყოველმხრივ წარმატებას ვუსურვებთ.

მისთვის ეს პრემიერლიგის გუნდთან მუშაობის ძალიან სასარგებლო გამოცდილება იყო", - განაცხადა რუსმა დამრიგებელმა წარმოშობით ქართველი განაპირა მცველის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-თეთრების" საკუთრებაში მყოფ ვინგბექს თავისი კლუბის მთავარ გუნდში ჯერ არ უთამაშია. 21-წლის ფლანგელი აქამდე "ზენიტის" დუბლ შემადგენლობაში თამაშობდა.