ავტორიზაცია

VIDEO: ქართული წარმოშობის ზენიტის აღზრდილი, რომელიც ხვიჩასთან ერთად ივარჯიშებს - ვინ არის ილია ვახანია?

თარიღი 11 იან 2022, 22:35

როგორც მოგეხსენებათ, ყაზანის "რუბინის" თურქულ შეკრებაზე ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" აღზრდილი მარჯვენა მცველი, ილია ვახანია მოემზადება.

ქართული წარმოშობის განაპირა მცველს, რომელიც რუსეთშია დაბადებული ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდულ გუნდებში უთამაშია, 17-19 წლამდელებში.

 ''ლურჯ-თეთრების'' მთავარ გუნდში თამაშის შანსი "რუბინის" პოტენციურ ახალწვეულ ვინგბექს არ მისცეს და ახლა ის უკვე ყაზანში ეცდება თავისი შანსის გამოყენებას.

ვიდეოს საშუალებით შეგვიძლია თვალი მივადევნოთ 20-წლის ფლანგელის თამაშს "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდში, "ბარსელონელი" იუნიორების წინააღმდეგ.