ავტორიზაცია

"კვარაცხელიას ადარებდნენ რობენსა და რიბერის, შემდეგ კი ის უბრალოდ გაუჩინარდა", - ბრიტანული პრესა

"კვარაცხელიას ადარებდნენ რობენსა და რიბერის, შემდეგ კი ის უბრალოდ გაუჩინარდა", - ბრიტანული პრესა
თარიღი 26 Jan 2022, 11:36

HITC-იმ ყაზანის "რუბინის" გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. ბრიტანული გამოცემა გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ ქართველი ვინგერი რუსეთიდან სხვაგან ვერ გადადის.

"მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას ევერტონსა და საუთჰემპტონს უკავშირებდნენ, ღურწკაიას თქმით, ამჟამად, მის მიმართ ინტერესს არავინ იჩენს. პოპულარობიდან ყველასგან დავიწყებულ მოთამაშემდე.

გასულ ზაფხულს, დღე არ გავიდოდა, რომ ხვიჩა რომელიმე კლუბისთვის არ დაეკავშირებინათ. ის მოლაპარაკებებს ლიდსთან აწარმოებდა, აგენტის თქმით კი, ქართველით ტოტენჰემი და კრისტალ პალასიც ინტერესდებოდნენ.

კლუბებმა რუბინის მიერ დასახელებული სატრანსფერო ფასის გამო უკან დაიხიეს. მაშინ ის რუსულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი, პერსპექტიული ახალგაზრდა იყო.

ყაზანელთა გარემარბის მიერ ნაჩვენები თამაშის გამო, მას რობენსა და რიბერის ადარებდნენ. ეს ცუდი ნამდვილად არაა, თუმცა გადავინაცვლოთ 2022 წლის იანვარში, ვნახავთ, რომ 21-წლის ვინგერი გაუჩინარდა.

ბოლოს ის ევერტონსა და საუთჰემპტონს დაუკავშირეს, მაგრამ ეს ამბავიც ჩაწყნარდა, რადგან ორივე კლუბი სხვა ფეხბურთელებზეა ორიენტირებული", - წერს HITC-ი.