"კვარაცხელიათი არავინ ინტერესდება, თითქოს ის არც არსებობს", - რუსი ფეხბურთელების აგენტი
საფეხბურთო აგენტმა, თემურ ღურწკაიამ ყაზანის "რუბინის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა. წარმოშობით ქართველმა აგენტმა გაკვირვება გამოთქვა, რომ რუსული კლუბის ვინგერს მსურველი არ ჰყავს.
"კვარაცხელიაზე საუბარიც არ მიდის, თითქოს ასეთი ფეხბურთელი საერთოდ არ არსებობდეს. მის მიმართ ინტერესს არავინ იჩენს. რა მოხდება თუ ხვიჩა სეზონის დარჩენილ ნაწილსაც ჩააგდებს?
რუბინისთვის გაზაფხული ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდმა შემოდგომა ისე ცუდად ჩაატარა, რომ ყველა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი დაეცა", - ამბობს აგენტი.
შეგახსენებთ, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პირველ კვირაში ქართველი ფლანგელის სახელი დაუკავშირეს პრემიერ ლიგის არაერთ გუნდს, მათ შორის "ვესტ ჰემსაც".
"წითელ-მწვანეები" 21-წლის შემტევს აფასებენ დაახლოებით 20 მილიონ ევროდ, ლონდონური კლუბისთვის კი აღნიშნული თანხის მის სანაცვლოდ გადახდა პრობლემა გამოდგა.