ავტორიზაცია

"ვარ თუ არა იუვენტუსზე ნაწყენი?", - რემზის გულახდილი პასუხი

"ვარ თუ არა იუვენტუსზე ნაწყენი?", - რემზის გულახდილი პასუხი
თარიღი 02 თებ 2022, 12:58

აარონ რემზიმ ტურინის "იუვენტუსიდან" "გლაზგო რეინჯერსში" გადასვლის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. ცხადია, უელსელმა შემტევმა ნახევარმცველმა "სინიორა" არ დაივიწყა.

"ჩემს კარიერაში ბევრი მატჩი ვითამაშე და ბოლო ორი სეზონი ცოტა რთული იყო რეგულარული ვარჯიშის ნაკლებობის გამო. იყო გარკვეული წარუმატებლობები, მაგრამ ეს უკვე წარსულშია", - განუცხადა აარონ რემზიმ Sky Sports-ს.

არანაირი წყენა, ყველაფერი შეთანხმებული იყო და ყველაფერი საკმაოდ მარტივი იყო, ამიტომ ყველას შემიძლია მადლობა გადავუხადო იუვენტუსში გატარებული დროისთვის.

მოუთმენლად ველოდები ამ ახალ გამოწვევას: იმედი მაქვს, რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდები ფორმაში და შევძლებ ისევ ვაჩვენო რისი გაკეთება რეალურად შემიძლია", - ამბობს რემზი.

იუვენტუსი დიბალას შემცვლელის ძებნას შეუდგა