"ლინგარდს ძალიან უნდოდა ამ გუნდში გადასვლა", - ინგლისელი ჟურნალისტი ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ

Sky Sports-თან საუბრისას, რეპორტიორმა კიტ დაუნიმ თქვა: "მანჩესტერ იუნაიტედმა გადაწყვიტა, რომ თავის პოზიციაზე მდგარიყო და ჯესი ლინგარდი სხვაგან არ გაეშვა.
შესაძლოა, ეს დამოკიდებულია იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც დატოვეს კლუბი და რომლებიც არ არიან მათთვის ხელმისაწვდომი ამ მომენტისთვის - შესაძლოა, მათ ჯესი სეზონის დასრულებამდე დასჭირდეთ.
ის ძალიან იმედგაცრუებულია ამ ამბებით. მას ძალიან სურდა ნიუკასლში წასვლა", - განაცხადა ინგლისელმა ჟურნალისტმა თანამემამულე შემტევი ნახევარმცველის შესახებ.
"ნიუკასლი", "ვესტ ჰემთან" ერთად, ლინგარდის იჯარით სეზონის ბოლომდე იყო დაინტერესებული, მაგრამ "იუნაიტედმა" ფეხბურთელს კლუბის დატოვებაზე უარი თქვა.