ავტორიზაცია

"აქ იმისთვის მოვედი, რომ ბარსელონას დავეხმარო", - ობამეიანგის პირველი კომენტარი

"აქ იმისთვის მოვედი, რომ ბარსელონას დავეხმარო", - ობამეიანგის პირველი კომენტარი
თარიღი 02 Feb 2022, 17:05

პიერ-ემერიკ ობამეიანგის პირველი კომენტარი „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ.

„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. მოუთმენლად ველი, როდის გავალ მოედანზე. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია და აქ ყოფნა ჩემთვის პატივია.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაფორმება. გამოცდილება მაქვს, გერმანიაში, საფრანგეთში და ინგლისში მაქვს ნათამაშები. ამიტომ, აქ იმისთვის მოვედი, რომ გუნდს მაქსიმუმი მივცე.“ - ციტირებს ობამეიანგის სიტყვებს Mundo Deportivo.

გაბონელმა ფორვარდმა „ბარსელონასთან“ 2025 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ 2023 წლის ზაფხულში შესაძლოა ხელშეკრულება გაწყვიტონ.