ავტორიზაცია

"არსენალი რუსულ რულეტკას თამაშობს", - კლუბის ექს-თავდამსხმელი ობამეიანგის გაშვებაზე

"არსენალი რუსულ რულეტკას თამაშობს", - კლუბის ექს-თავდამსხმელი ობამეიანგის გაშვებაზე
თარიღი 02 Feb 2022, 19:12

"არსენალის" ექს-თავდამსხმელი, კევინ კემპბელი თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგის "ბარსელონაში" გაშვებასთან დაკავშირებით კლუბის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"ობამეიანგი "არსენალში" რომ დარჩენილიყო, მაინც ღირებული აქტივი და გუნდის საუკეთესო თავდამსხმელი იქნებოდა".

"ალბათ ღირდა ყველაფრის გამოსწორება, მაგრამ ცხადია, ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ კლუბმა მასთან განშორება გადაწყვიტა".

"ჩემი აზრით, ლაკაზეტი და ნკეტია საკმარისად კარგები არ არიან. ლაკაზეტი, ცხადია, გამოცდილი და ხარისხიანი ფეხბურთელია. ნკეტია ვარიანტი არ არის, ზაფხულში წავა".

"ვფიქრობ, "არსენალს" ვინმე უნდა დაემატებინა. კლუბს ვლაჰოვიჩი, ისაკი და რამდენიმე სხვა მოთამაშე დაუკავშირეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, არცერთი უყიდია".

"ვფიქრობ, კლუბი რუსულ რულეტკას თამაშობს. შემადგენლობაში ხვრელებია გაჩენილი, ახლა კი ეს ხვრელები კიდევ უფრო ღრმაა, შემადგენლობა საგრძნობლად შემცირდა".

"არსენალის" სკამი Mothercare-ის რეკლამას წააგავს, ბოთლებით და ფუნთუშებით, გუნდში მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელების რაოდენობის გათვალისწინებით".

"კლუბმა ძალიან რთული თამაში წამოიწყო", - აღნიშნა კემპბელმა Sky Sports-თან ინტერვიუში.