რამდენი გადაუხადა არსენალმა ობამეიანგს კონტრაქტის გაწყვეტაში?
ცნობილია, თუ რა თანხა მიიღო პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „არსენალისგან“ კონტრაქტის გაწყვეტაში.
The Times-ის ინფორმაციით, გაბონელი ფორვარდისთვის „არსენალს“ კონტრაქტის გაწყვეტაში თითქმის 7 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწია.
ობამეიანგს „მეთოფეებთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა და მისი ხელფასი კვირაში 350 ათასი ფუნტი იყო.
როგორც იცით, „ბარსელონას“ ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვის აუცილებლობა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს არ ჰქონია, რადგან მან „არსენალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და „ბლაუგრანას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ცნობისთვის, კატალონიურ გუნდში გადასვლისთვის პიერ-ემერიკმა ხელფასი საგრძნობლად შეიმცირა. მისი ხელფასი კვირაში 5 ათასი ევრო იქნება, თუმცა მომდევნო სეზონიდან გაიზრდება.