ავტორიზაცია

"არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია", - ვლაჰოვიჩმა ახსნა, თუ რატომ გადავიდა იუვენტუსში

"არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია", - ვლაჰოვიჩმა ახსნა, თუ რატომ გადავიდა იუვენტუსში
თარიღი 02 თებ 2022, 19:27

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა "ფიორენტინადან" ტურინულ გრანდში გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"პირველ რიგში, ყველა მათგანს, ვინც "ფიორენტინაში" ჩემთან ერთად მუშაობდა, მადლობა გადავუხადო: თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, მენეჯერებს, პრეზიდენტს, აგრეთვე მთელ ფლორენციასა და ჩემს გულშემატკივრებს".

"ძალიან გახარებული ვარ და ვამაყობ, რომ "იუვენტუსში" აღმოვჩნდი. დიდებული კლუბია და გახარებული ვარ, ამ გუნდისთვის ძალებს არ დავიშურებ. მადლობა "იუვეს" პრეზიდენტსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ტრანსფერზე მუშაობდა".

"არჩევანის "იუვენტუსის" სასარგებლოდ გაკეთება მარტივი იყო. გამარჯვების წყურვილი, არასოდეს დანებება და ბოლომდე ბრძოლაა კლუბის დნმ-ში, რთულ პერიოდებშიც კი. ეს ყველაფერია ჩეს ხასიათშიც, ამიტომაც არჩევანის გაკეთება ადვილი გახლდათ".

"იუვენტუსი" იტალიის ყველაზე დიდი კლუბია. მომატება და უმაღლესი ამოცანების გადაწყვეტა გვსურს", - ციტირებს ვლაჰოვიჩის სიტყვებს "ბებერი ქალბატონის" ოფიციალური საიტი.