ავტორიზაცია

"რონალდუ არაფერ შუაშია", - ვლაჰოვიჩმა განმარტა, თუ რატომ აირჩია მე-7 ნომერი

"რონალდუ არაფერ შუაშია", - ვლაჰოვიჩმა განმარტა, თუ რატომ აირჩია მე-7 ნომერი
თარიღი 01 თებ 2022, 19:55

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა თქვა, თუ რატომ აირჩია მეშვიდე ნომერი ტურინულ გუნდში. "მეშვიდე ნომერი არაფერს ნიშნავს. აქ ყველა რიცხვს აქვს მნიშვნელობა.

მე ავირჩიე ის, რადგან ის ყველაზე ახლოს იყო მეცხრესთან. მე აქ ვარ, რათა დავეხმარო პარტნიორებს მიზნების მიღწევაში. სათამაშო ნომერი არც ისე მნიშვნელოვანია.

დამოკიდებულება და სწორი განწყობა მნიშვნელოვანია. სხვა ყველაფერი არ მაწუხებს. მთავარია, გავიმარჯვოთ, - განაცხადა ვლაჰოვიჩმა "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლამდე, ტურინის "იუვენტუსში" სწორედ მეშვიდე ნომრით თამაშობდა.

"ბევრი ჭორი იწერებოდა", - ვლაჰოვიჩმა იუვენტუსში გადასვლის გადაწყვეტილება განმარტა