ავტორიზაცია

კესიე მილანს ზაფხულში უფასოდ დატოვებს — აფრიკელის ხელში ჩაგდება 3 ევროპულ გრანდს სურს

კესიე მილანს ზაფხულში უფასოდ დატოვებს — აფრიკელის ხელში ჩაგდება 3 ევროპულ გრანდს სურს
თარიღი 02 თებ 2022, 20:56

"მილანის" ნახევარმცველი, ფრანკ კესიე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იუწყება, კოტდ'ივუარის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და "როსონერისთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

ცნობისთვის, კესიეს "მილანთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება და გუნდიდან უფასოდ წავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარმცველით "ბარსელონა", "ინტერი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში კესიემ ყველა ტურნირზე ერთად "როსონერის" მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.