"ბაიერნიდან ჯერ არავინ დამკავშირებია", - მიულერი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა განაცხადა, რომ მიუნხენურ გრანდს მასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაუწყია.
"კლუბიდან არავინ დამკავშირებია. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში", - თქვა 32 წლის ფეხბურთელმა Bild-თან ინტერვიუში.
მიულერს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წელს ეწურება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტომასისადმი ინტერესს "ევერტონი" და "ნიუკასლი" იჩენენ.
მიმდინარე სეზონში მიულერმა ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიულერი ბაიერნში დარჩენაზე თანახმაა, თუმცა კლუბი დუმს - პრემიერ ლიგიდან 2 მსურველი უკვე არის