ერთი საკმაოდ საინტერესო პუნქტი, რომელიც ბარსელონამ ობამეიანგის კონტრაქტში ჩადო
მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დაადასტურა.
გაბონის ნაკრების 32 წლის ფეხბურთელმა "არსენალთან" კონტრაქტი გაწყვიტა და კატალონიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შუერთდა.
ობამეიანგმა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 2025 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მასში ჩადებული პუნქტი 2023 წლის ივნისში თანამშრომლობის გაწყვეტის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, პიერ-ემერიკის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.
მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა "არსენალის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.