ავტორიზაცია

"ვფიქრობ, გაუგებრობა მოხდა", - უეფა ანჩელოტისგან სამწვრთნელო კურსის გავლას ითხოვს

"ვფიქრობ, გაუგებრობა მოხდა", - უეფა ანჩელოტისგან სამწვრთნელო კურსის გავლას ითხოვს
თარიღი 02 თებ 2022, 23:16

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი სამწვრთნელო ლიცენზიის ვადის ამოწურვას გამოეხმაურა.

გარდა ამისა, იტალიელმა იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რას ელის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, უეფამ 62 წლის სპეციალისტს გამოცდის ჩაბარება მოსთხოვა იმისათვის, რათა სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელება შეძლოს.

"ვცდილობ, კანონები დავიცვა. ვფიქრობ, გაუგებრობა მოხდა. ჩემს ლიცენზიას ვადა ნამდვილად გაუვიდა, მაგრამ ესპანეთის ფედერაცია დაეხმარა და კურსები ოქტომბერში გავიარე".

"პრობლემა კომუნიკაციაშია. ესპანეთის ფედერაციას მადლობა უნდა გადავუხადო ამ კურსის ორგანიზებისთვის".

იმაზე, ელოდება თუ არა ზაფხულში ტოპ ფეხბურთელის ტრანსფერს

"ვნახოთ. წინ ჯერ კიდევ დიდი დროა, ახლა ლაპარაკს აზრი არ აქვს. თუ რაიმე მოხდება, უახლოეს თვეებში მოგახსენებთ", - განუცხადა ანჩელოტიმ Marca-ს.