ცნობილი გახდა, თუ რომელ ახალწვეულს არ შეიყვანს ბარსელონა ევროპა ლიგის განაცხადში

ცნობილი გახდა, თუ რომელ ახალწვეულს არ შეიყვანს კატალონიის "ბარსელონა" ევროპა ლიგის განაცხადში.
ასე და ამგვარად, შემადგენლობაში მარჯვენა მცველი, დანი ალვეში ვერ მოხვდება, იტყობინება El Chiringuito TV-ი.
შეგახსენებთ, ევროპა ლიგის მონაწილეებს ფლეი ოფში სამი ფეხბურთელის დამატება შეუძლიათ.
ასე და ამგვარად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" განაცხადში ადამა ტრაორე, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ფერან ტორესი მოხვდებიან, რომლებიც კლუბმა ალვეშის მსგავსად ამ ზამთარს დაიმატა.
ევროპა ლიგის 1/16 ფინალში "ბარსელონა" "ნაპოლის" დაუპირისპირდება.