ბარსელონას ევროპა ლიგის განაცხადიდან ერთ-ერთი ახალწვეულის ამოგდება მოუწევს
"ბარსელონას" ევროპა ლიგის განაცხადიდან ერთ-ერთი ახალწვეულის ამოგდება მოუწევს. "ბლაუგრანამ" იანვრის სატრანსფერო ბაზარზე დანი ალვეში, ფერან ტორესი, ადამა ტრაორე და პიერ-ემერიკ ობამეიანგი შეიძინა.
ეს უკანასკნელი ჯერ ოფიციალურად არ გადასულა, მაგრამ უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. უეფას წესები ადგენს, რომ პლეი-ოფის გუნდებს იანვრის ფანჯარაში შეძენილი მხოლოდ სამი მოთამაშე შეიძლება დაემატოს.
სამწუხაროდ, "ბარსას" დიდი დრო არ აქვს გადაწყვეტილების მისაღებად, თუ ვინ არ იქნება ევროპა ლიგაზე, რადგან გუნდის განაცხადის შეტანის ბოლო ვადა ოთხშაბათს საღამოა.
აბდე ეზალზული და ფერან ჟუდჟლა ასევე არ იქნებიან ევროპა ლიგის შემადგენლობაში, რადგან ისინი სეზონის დასაწყისში არც B შემადგენლობაში იყვნენ შეყვანილები.