დემბელე ბარსელონაში ვეღარ ითამაშებს?
"ბარსელონამ" მტკიცე პოზიცია დაიკავა გარემარb ოსმან დემბელეზე, რომელმაც უარი თქვა კონტრაქტის განახლებაზე და არ დატოვა კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
As-ის ცნობით, კატალონიური კლუბი არც განიხილავს ვარიანტს, რომელშიც ფრანგი კვლავ ითამაშებს "ბლაუგრანაში". "ბარსელონას" შეუძლია ფრანგს მიაწოდოს Carta de libertad (დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს კლუბში მუშაობის შეჩერების შესახებ).
ანუ ორმხრივი შეთანხმებით გააუქმოს კონტრაქტი მოთამაშესთან. ამ შემთხვევაში, ფეხბურთელი გახდება თავისუფალი აგენტი და "ბარსა" გააგრძელებს მისი ხელფასის გადახდას მანამ, სანამ ის ახალ კლუბს არ იპოვის.
გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ნაბიჯი კატალონიელებს საშუალებას მისცემს დემბელეს გამო ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ დაზოგონ კონტრაქტის დარჩენილი თვეებისთვის.
ამ შემთხვევაში "ბარსა" მხოლოდ მცირე პროცენტს გადაიხდის. ეს ვარიანტი ორივე მხარისთვის მოსახერხებელია: "ბარსა" ფულის დაზოგვას შეძლებს, დემბელეს კი ახალი კლუბის მოძებნის დრო ექნება.