ავტორიზაცია

"რონალდუს სახლში არ ვიცხოვრებ", - ვლაჰოვიჩმა გავრცელებული ცნობები უარყო

"რონალდუს სახლში არ ვიცხოვრებ", - ვლაჰოვიჩმა გავრცელებული ცნობები უარყო
თარიღი 03 თებ 2022, 00:18

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობები უარყო.

აქამდე დაიწერა, რომ "ბებერი ქალბატონის" ახალწვეული იმ სახლში იცხოვრებს, რომელშიც "იუვეს" რიგებში ასპარეზობისას ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ ცხოვრობდა.

"სახლს ვეძებ, მაგრამ ეს კრიშტიანუს სახლი არ იქნება. თავმდაბალი უნდა ვიყო. მოედნის ფარგლებს გარეთ ეს ყველაფერი არ მაინტერესებს. უბრალოდ მინდა ვითამაშო, ყოველდღე უკეთესი გავხდე და გავიმარჯვო".

"მინდა "იუვენტუსს" თბილი დახვედრისთვის მადლობა გადავუხადო, ისევე როგორც ჩემს პირველ მწვრთნელს, რომელმაც "პარტიზანის" პირველ გუნდში მიმიყვანა", - დასძინა 22 წლის სერბმა.

შეგახსენებთ, "იუვენტუსმა" ვლაჰოვიჩი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "ფიორენტინადან" 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.

"არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია", - ვლაჰოვიჩმა ახსნა, თუ რატომ გადავიდა იუვენტუსში