ავტორიზაცია

მიულერი ასისტებზე: "თუ ბოლო 3 წლის სტატისტიკას შევხედავთ, მესის ვუსწრებ კიდეც"

მიულერი ასისტებზე: "თუ ბოლო 3 წლის სტატისტიკას შევხედავთ, მესის ვუსწრებ კიდეც"
თარიღი: 03 თებ 2022, 00:25

"ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა საგოლე გადაცემების რაოდენობით "პსჟ"-ს თავდამსხმელ ლიონელ მესისთან მეტოქეობაზე ისაუბრა.

– შეგიძლიათ თქვათ, რომ ახლა ასისტების რაოდენობით თქვენთვის კონკურენციის გაწევა მხოლოდ ლიონელ მესის შეუძლია?

"თუ ასისტებს გავითვალისწინებთ, ალბათ, ეს ამ მომენტში ასეც არის. თუ ბოლო სამი წლის სტატისტიკას შევხედავთ, მესის ვუსწრებ კიდეც".

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან კონკურენცია დიდ მოტივაციას მაძლევს. ამას 2010 წლიდან ვაკეთებ. მაგრამ მესისთან პირდაპირ შედარებას აზრი არ აქვს", - თქვა მიულერმა Bild-თან ინტერვიუში.

მიმდინარე სეზონში 32 წლის გერმანელმა ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა.