კავანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს — ფაბრიციო რომანო
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ სეზონის ბოლომდე "ეშმაკუნების" რიგებში დარჩენა გადაწყვიტა.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ურუგვაელი "რივერ პლეიტთან" მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" გაყიდული ხულიან ალვარესის შემცვლელს ეძებს.
კავანი საკუთარ მომავალთან დაკავშირებულ საკითხს მაისში გადაწყვეტს და არსებობს კარიერის ესპანეთის ჩემპიონატში გაგრძელების ვარიანტი.
მოგეხსენებათ, აქამდე არაერთხელ დაიწერა, 34 წლის ფორვარდისადმი კატალონიის "ბარსელონას" ინტერესზე, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
მიმდინარე სეზონში კავანიმ ყველა ტურნირზე ერთად "ემიუს" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.