ორი ფეხბურთელი, რომელიც იუვენტუსმა შეიძლება ძანიოლოს ტრანსფერში ჩართოს
ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "რომას" ნახევარმცველის, ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებას აპირებს.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება, "ბებერი ქალბატონი" 22 წლის გარემარბის გადაბირებას სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.
გავრცელებული ცნობით, ძანიოლოსა და "რომას" შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით წარუმატებლად მიმდინარეობს. მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
თუმცა, "იუვე" ძანიოლოს ვერ იყიდის, თუ რომელიმე ფეხბურთელს არ გაასხვისებს. არ არის გამორიცხული, ტურინელებმა ტრანსფერში ერთ-ერთი მოთამაშის ჩართვა სცადონ - მაგალითად, მოიზე კინის ან უესტონ მაკენის.
ამ სეზონში "რომას" შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც მიითვალა.