დი კანიო: "ვლაჰოვიჩი ერლინგ ჰოლანდის დონეზეა, მორატას კი ცხრუ ცხრიანზე სათამაშოდ საფეხბურთო ინტელექტი არ გააჩნია"
„იუვენტუსის“ და „ვესტ ჰემის“ ექს-თავდამსხმელმა, პაოლო დი კანიომ, ისაუბრა იმაზე, თუ რა ტაქტიკაშია უმჯობესი „იუვეს“ ახალწვეულის, დუშან ვლაჰოვიჩის მოსინჯვა.
„ჩემი აზრით, ვლაჰოვიჩი ერლინგ ჰოლანდის დონეზეა, ამიტომ მისი ცხრუ ცხრიანის პოზიციაზე გამოყენებას აზრი არ აქვს.
მორატას კი ამ როლის გამოსაყენებლად საფეხბურთო ინტელექტი არ აქვს. მორატა და ვლაჰოვიჩი ერთადაც შეძლებენ თამაშს, თუ მწვრთნელი შესაბამის ტაქტიკურ სქემას აირჩევს.
„იუვენტუსის“ ნახევარმცველების გათვალისწინებით, მართლა მგონია, რომ გუნდის შეტევაში ვლაჰოვიჩის იდეალური პარტნიორი პაულო დიბალა იქნება.“ - ციტირებს დი კანიოს სიტყვებს Corriere dello Sport.
სერბი თავდამსხმელი „იუვეში“ „ფიორენტინადან“ 75 მლნ ევროდ გადავიდა.