ობამეიანგი: "ჩემი მთავარი მიზანი ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ"
"ბარსელონას" ახალწვეულმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ განცხადება გააკეთა.
"ძალიან ვამაყობ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ დედაჩემის მხრიდან ნათესავები ესპანელები მყავს. ძალიან ვამაყობ, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ".
"ჩემი მთავარი მიზანი გუნდის დახმარება და ყველაფრის გაკეთებაა იმისათვის, რათა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდეს".
"აქ ყოფნით უბრალოდ ბედნიერი ვარ და ბოლომდე დახარჯვას ვეცდები. შესანიშნავია, რომ "ბარსას" მწვრთნელი ხავია. წარმოუდგენელი ფეხბურთელი იყო, ეს ყველამ იცის. დარწმუნებული ვარ, ასეთი მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ ბევრ რაღაცას ვისწავლი", - ციტირებს 32 წლის გაბონელის სიტყვებს Sky Sports-ი.
შეგახსენებთ, "ბარსელონამ" ობამეიანგი ლონდონის "არსენალიდან" უფასოდ დაიმატა და 2025 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმა.